воскресенье, 12 октября 2008 г.

პროექტის სახელი: ,,ჩემი სკოლა“



პროექტის მიკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები იკვლევენ საკუთარი სკოლის ისტორიას და ქმნიან სკოლის მატიანეს.


პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იძიებენ საკუთარი სკოლის წარსულს, კერძოდ სკოლის დაარსების წლებს, დამფუძნებელთა ბიოგრაფიებს, მათ მოღვაწეობასა და საზოგადოებრივ საქმეებს. იკვლევენ სკოლის სახელობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) , როდის მიენიჭა და რატომ სკოლას ამ პიროვნების სახელი, იკვლევენ ამ სკოლაში მომუშავე პირველი მასწავლებლების ვინაობას, მათ დამსახურებას სკოლის ავტორიტეტის ჩამოყალიბებაში. სკოლის არსებობის წლებს (დასაწყისიდან დღემდე) მოსწავლეები ყოფენ სკოლის დირექტორების მოღვაწეების წლებად და იძიებენ თითოეული დირექტორის მუშაობის წლებში სკოლაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს. სკოლის კურსადმთავრებულთა შორის არჩევენ და აგროვებენ ინფორმაციებს იმ პიროვენებების შესახებ, ვისაც დამსახურებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის განვითარების სხვადასხვა სფეროში. ინტერვიუების აღება იმ კომპეტენტური პიროვნებებისაგან, რომლებიც გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ საკვლევი თემის ირგვლივ. აგროვებენ სურათებს ალბომისათვის და ქმნიან როგორც საალბომო, ასევე ელექტრონულ მატიანეს. სასურველია პატარა მუზეუმის გახსნაც სკოლაში.


მოსწავლეთა ასაკი: 12-17 წელი


ვადები: 4-5 (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი)


პროექტის შესაძლო აქტივობები: შესაბამისი ლიტერატურის, ძველი გაზეთების და ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება, კითხვარების შედგენა, ინტერვიუების აღება ან ჩაწერა, სურათების გადაღება, გამოფენის მოწყობა, პრეზენტაცია, ბლოგის შექმნა.



მოსალოდნელი შედეგები: ელექტრონული ჟურნალი, ბუკლეტი, სკოლაში მუზეუმის პრეზენტაცია, ვებ-ბლოგები


სარგებელი სხვებისათვის: სკოლის მოსწავლე ახალგაზრდობა და თვით პედაგოგიური კოლექტიივიც უკეთესად შეიცნობენ საკუთარი სკოლის ღირსებებს და შესაძლებლობა.ექნებათ სკოლის ღირსებები გააცნონ სხვებსაც. ასევე თავად გაეცნონ სხვა სკოლების ავ-კარგს..


სამუშაო ენა: ქართული


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ-ჩვევები; განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები კერძოდ, კითხვის წერის, მოსმენის და საუბრის. შეისწავლიან ისტორიულ კვლევას,, ისწავლიან ისტორიული მოვლენების აღწერას, მათ დალაგებას ქრონოლოგიურად, შქმნიან ქრონოლოგიურ სურათს. ფოტო და ვიდეო გადაღებებით კი შეძლებენ ფოტოხელოვნების უნარის გამომუშავებას. აგრეთვე ფოტოალბომის და მუზეუმისათვის ფოტო მასალის შეგროვებით მოსწავლეები გაერკვევიან კოლექციონერობაშიც. ჩამოუყალიბდებათ გემოვნება და რაც მთავარია ისწავლიან პროექტებზე მუშაობას. ისწავლიან და უკეთესად გაერკვევიან სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს.


მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
1. სამტრედიის მე-2 საჯარო სკოლა


პროექტის ფასილიტატორის სახელი: ხათუნა ტაბიძე, ლელა ბედოშვილი


პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:

ხათუნა ტაბიძე - xatato2525@gmail.com




პროექტის ფორუმი:



პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: icttrainingkhato.blogspot.com