воскресенье, 12 октября 2008 г.

პროექტის სახელი: ,,ჩემი სკოლა“



პროექტის მიკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები იკვლევენ საკუთარი სკოლის ისტორიას და ქმნიან სკოლის მატიანეს.


პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იძიებენ საკუთარი სკოლის წარსულს, კერძოდ სკოლის დაარსების წლებს, დამფუძნებელთა ბიოგრაფიებს, მათ მოღვაწეობასა და საზოგადოებრივ საქმეებს. იკვლევენ სკოლის სახელობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) , როდის მიენიჭა და რატომ სკოლას ამ პიროვნების სახელი, იკვლევენ ამ სკოლაში მომუშავე პირველი მასწავლებლების ვინაობას, მათ დამსახურებას სკოლის ავტორიტეტის ჩამოყალიბებაში. სკოლის არსებობის წლებს (დასაწყისიდან დღემდე) მოსწავლეები ყოფენ სკოლის დირექტორების მოღვაწეების წლებად და იძიებენ თითოეული დირექტორის მუშაობის წლებში სკოლაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს. სკოლის კურსადმთავრებულთა შორის არჩევენ და აგროვებენ ინფორმაციებს იმ პიროვენებების შესახებ, ვისაც დამსახურებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის განვითარების სხვადასხვა სფეროში. ინტერვიუების აღება იმ კომპეტენტური პიროვნებებისაგან, რომლებიც გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ საკვლევი თემის ირგვლივ. აგროვებენ სურათებს ალბომისათვის და ქმნიან როგორც საალბომო, ასევე ელექტრონულ მატიანეს. სასურველია პატარა მუზეუმის გახსნაც სკოლაში.


მოსწავლეთა ასაკი: 12-17 წელი


ვადები: 4-5 (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი)


პროექტის შესაძლო აქტივობები: შესაბამისი ლიტერატურის, ძველი გაზეთების და ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება, კითხვარების შედგენა, ინტერვიუების აღება ან ჩაწერა, სურათების გადაღება, გამოფენის მოწყობა, პრეზენტაცია, ბლოგის შექმნა.



მოსალოდნელი შედეგები: ელექტრონული ჟურნალი, ბუკლეტი, სკოლაში მუზეუმის პრეზენტაცია, ვებ-ბლოგები


სარგებელი სხვებისათვის: სკოლის მოსწავლე ახალგაზრდობა და თვით პედაგოგიური კოლექტიივიც უკეთესად შეიცნობენ საკუთარი სკოლის ღირსებებს და შესაძლებლობა.ექნებათ სკოლის ღირსებები გააცნონ სხვებსაც. ასევე თავად გაეცნონ სხვა სკოლების ავ-კარგს..


სამუშაო ენა: ქართული


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ-ჩვევები; განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები კერძოდ, კითხვის წერის, მოსმენის და საუბრის. შეისწავლიან ისტორიულ კვლევას,, ისწავლიან ისტორიული მოვლენების აღწერას, მათ დალაგებას ქრონოლოგიურად, შქმნიან ქრონოლოგიურ სურათს. ფოტო და ვიდეო გადაღებებით კი შეძლებენ ფოტოხელოვნების უნარის გამომუშავებას. აგრეთვე ფოტოალბომის და მუზეუმისათვის ფოტო მასალის შეგროვებით მოსწავლეები გაერკვევიან კოლექციონერობაშიც. ჩამოუყალიბდებათ გემოვნება და რაც მთავარია ისწავლიან პროექტებზე მუშაობას. ისწავლიან და უკეთესად გაერკვევიან სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს.


მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
1. სამტრედიის მე-2 საჯარო სკოლა


პროექტის ფასილიტატორის სახელი: ხათუნა ტაბიძე, ლელა ბედოშვილი


პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:

ხათუნა ტაბიძე - xatato2525@gmail.com




პროექტის ფორუმი:



პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: icttrainingkhato.blogspot.com


13 комментариев:

ლალიკო комментирует...

ხათო!

ძალიან მომეწონა შენი პროექტი. მეც მქონდა იდეა ამ თემაზე პროექტის გაკეთების, ალბათ სხვა დროს გავაკეთებ. ძალიან ლამაზად გაქვს გაფორმებული. გისურვებ წარმატებებს!

გორის #4საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი: ლეილა ხმიადაშვილი

marina комментирует...

მშვენიერია!

lela комментирует...

ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია სკოლებისათვის,რადგან ,ჩემი აზრით,სასიამოვნო იქნება,რომ ყველა სკოლას ჰქონდეს საკუთარი მატეანე,იცნობდეს საკუთარ წარსულს და ,უბრალოდ,იცოდნენ ვინ და როგორი ადამიანები მუშაობდნენ ან სწავლობდნენ იმ სკოლაში სადაც მათ ყოველდღიურად უხდებათ ყოფნა.
ლელა ბედოშვილი
#9 საჯარო სკოლა

ქეთევან ლობჟანიძე. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია. ხელოვნებათმცოდნე. комментирует...

ხათო ძალიან კარგი პროექტია გენაცვალე, საკუთარი სკოლის გაცნობა სასარგებლო იქნება ბავშვებისთვის.o

ქეთევან ლობჟანიძე. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია. ხელოვნებათმცოდნე. комментирует...
Этот комментарий был удален автором.
ქეთევან ლობჟანიძე. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია. ხელოვნებათმცოდნე. комментирует...

ხათო ძალიან კარგი პროექტია გენაცვალე, საკუთარი სკოლის გაცნობა სასარგებლო იქნება ბავშვებისთვის.o

tamrikomasi комментирует...

კარგი იქნება თუ ყველა სკოლა შეუერთდება ამ პროექტს. ამით შეიქმნება სკოლების ვირტუალური მუზეუმები
55-ე სკოლა
თამრიკო თამაზაშვილი

leila комментирует...

ხათუნა,ძალიან კარგი პროექტია.ვფიქრობ ბევრი კოლა დაფიქრდება და შექმნის საკუთარი სკოლის მსტეანეს.
ლელა ვარდანაშვილი.გორის 7 სა
ჯარო სკოლა.

სამტრედიის #2 სკოლა комментирует...

მომეწონა თქვენი პროექტი
მინდა მივიღო მონაწილეობა
სამტრედიის №2 სკოლა
ვერიკო ჯიჯელავა
ელ ფოსტა samtrediis.2.skola@gmail.com

რუსუდან ფიფია-ისტ მენენჯერი комментирует...

გამარჯობა ხათუნა!

მე რუსთავის #9 საჯარო სკოლის ისტ მენენჯერი ვარ ანუ შენი კოლეგა. გამიხარდება თუ ვიმეგობრებთ

ჩემი იმეილია : ruska002@mail.ru

სკოლის ბლოგია: rustavis9skola.blogspot.com

elen комментирует...

ხათო მომეწონა პროექტიც და ისიც,თუ როგორ გაქვს ჩამოყალიბებული!
მხოლოდ რამდენიმე შენიშვნა უკეთესი იქნება თუ მიუთითებ:
1, ვადები: 4-5 (რომელი 4-5 თვე?)
2. არ ჩანს საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი
3.აუცილებლად მიუთითე მონაწილეები სხვა სკოლებიდან, ხომ გყავს ასეტები უკვე?

გისურვებ წარმატებებს და როგორც კი დროს ვნახავ, მეც ვაპირებ შენს პროექტში ჩართვას

მანანა კაპანაძე комментирует...

გამარჯობა ხათუნა,

გილოცავ ახალა წელს!გისურვებ ეს წელი შენთვის ყოფილიყოს ბედნიერების და წარმატების მომტანი.
ხათუნა გავეცანი შენს ბლოგს და ძალიან მომეწონა,გთავაზობ პარტნიორობას,რადგან ვფიქრობ ჩვენი ბლოგები ერთმანეთს ავსებს.როგორც მივხვდი თქვენს სკოლასაც მდიდარი ტრადიციები აქვს და გთავაზობ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი სკოლის ისტორიები.
თანახმა ხარ?
ჩვენი ბლოგის მისამართია :
http://icttrainingsagandzuri.blogspot.com/
პატივისცემით,
ხაშურის #6 სკოლის ისტ მენეჯერი მანანა კაპანაძე

დიანა ჯაფარიძე комментирует...

dzalian magaria